მაკურნებელი სიმღერის წრე არის ახალი ექსპერიმენტული საგუნდო პროექტი „შენ“ სივრცეში, რომელიც მოიცავს ჯგუფში სამკურნალო სიმღერების, ქართული გალობის, სასულიერო მუსიკისა და მანტრების შესწავლასა და შესრულებას. ეს არის სივრცე, სადაც საშუალება გვექნება ვიმუშაოთ ხმაზე, როგორც ბუნებრივ ინსტრუმენტზე, ვისწავლოთ საკუთარი შინაგანი ხმის მოსმენა და თავისუფალი გამოხატვა, ხოლო გუნდური სიმღერის პრაქტიკით შევქმნათ ერთიანი, ჰარმონიული და მაკურნებელი ჟღერადობა.
საგუნდო სიმღერის პრაქტიკა მოიცავს:
ფიზიკურ გახურებას, რათა სხეული გახდეს ხმის თავისუფალი რეზონატორი
სუნთქვით ვარჯიშებს, რომლებიც ეხმარება ენერგიის გააქტიურებას და ხმის სიღრმისეულ გახსნას
ბგერის წარმოქმნისა და ვოკალის სავარჯიშოებს პოლიფონიური და მრავალხმიანი სასიმღერო უნარების განვითარებას სამკურნალო სიმღერების, გალობისა და სასულიერო მუსიკის შესწავლასა და შესრულებას.
მუშაობის პროცესში ხდება:
ინდივიდუალურ დონეზე ყელის ჩაკრასთან მუშაობა და საკუთარი ხმის ძალის აღმოჩენა
შინაგანი სმენის დახვეწა და თავისუფალი გამოხატვა ჯგუფში განსხვავებული ხმების მოსმენა და ერთიანობაში ჰარმონიული შერწყმა. მონაწილეობისთვის სასურველია მცირე მუსიკალური გამოცდილება, თუმცა ეს არ არის აუცილებელი. მთავარია დიდი სურვილი და ღიაობა საკუთარ ხმაზე მუშაობისა და განვითარებისათვის.
რეგისტრაციისთვის შეავსე ბმული:
https://forms.gle/Jr66kADUzP3xrMMs9
You may also like the following events from SHEN: